ჯავშნების მართვის სისტემა

მართეთ ყველა ბინა და ჯავშანი ერთ ეკრანზე

Rentora — სისტემა, რომლითაც ჩვენ თვითონ ვმართავთ ბინებს Orbi City-ში. ის შეიქმნა მათთვის, ვისაც ბევრი ობიექტი აქვს სამართავი: დღიური გაქირავება, აპარტ-სასტუმრო, სასტუმრო სახლი, ბინების მენეჯმენტი.

  • ვისთვისაა
  • ვინც 5-დან 500-მდე ბინას ან ნომერს აქირავებს
  • ვისაც ჯავშნები Booking-იდან, Airbnb-დან და პირდაპირ შემოსდის
  • ვისაც გუნდი ჰყავს — მენეჯერები, მიმღებები, დამლაგებლები

ნახეთ, როგორ მუშაობს — 2,5 წუთში

რას აკეთებს სისტემა

კალენდარი

ყველა ბინა ერთ ეკრანზე — რომელია დაკავებული, რომელი თავისუფალი, ვინ შემოდის და ვინ გადის.

თავისუფალი ბინების ძებნა

თარიღის, ტიპის, ხედის და ადგილების მიხედვით — წამებში, ტელეფონზე სტუმართან საუბრისას.

ჯავშნები და გადახდები

წყარო (Booking, Airbnb, პირდაპირი), ფასი, გადახდილი თანხა, ნაშთი და საკომისიო თითოეულ ჯავშანზე.

დალაგება

დღევანდელი გასვლების სია — დამლაგებელი ხედავს, რომელი ბინა უნდა დალაგდეს, და ნიშნავს.

ინვოისი

ერთი ღილაკით — თქვენი კომპანიის რეკვიზიტებით, სტუმრისთვის დასაბეჭდად ან PDF-ად.

სტატისტიკა

დატვირთვა და შემოსავალი თვეების, ბინების და წყაროების მიხედვით.

თანამშრომლები

თითოეულს თავისი შესვლა: ადმინისტრატორი ყველაფერს ხედავს, თანამშრომელი — ჯავშნებს და კალენდარს.

ტელეფონზეც

მუშაობს კომპიუტერზე, პლანშეტზე და ტელეფონზე, დაყენების გარეშე — ბრაუზერიდან.

როგორ შევიძინო

  1. 1სცადეთ დემო — სრული სისტემა სატესტო მონაცემებით, რეგისტრაციის გარეშე.
  2. 2დატოვეთ განაცხადი — დაგიკავშირდებით და გამოგიგზავნით ინვოისს.
  3. 3გადახდის შემდეგ დაგარეგისტრირებთ: მიიღებთ შესვლის ბმულს, ელ-ფოსტას და პაროლს.
  4. 4დაამატეთ ბინები და თანამშრომლები — და დაიწყეთ მუშაობა.

ფასი

ფასი — მოთხოვნით
  • შეუზღუდავი რაოდენობის ბინები და ჯავშნები
  • შეუზღუდავი რაოდენობის თანამშრომლები
  • განახლებები და ახალი ფუნქციები
  • მხარდაჭერა ქართულად
  • მონაცემების სარეზერვო ასლის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს

გამოწერა წლიურია. სისტემა მუშაობს ჩვენს სერვერზე და პროგრამა მყიდველს არ გადაეცემა. ვადის ამოწურვისას წვდომა ჩერდება, თქვენი მონაცემები კი ინახება — გადახდისთანავე ყველაფერი ისევ იხსნება.

შეძენა

განაცხადი შეძენაზე

დაგვირეკეთ, მოგვწერეთ WhatsApp-ზე ან დატოვეთ ნომერი, და ჩვენ თავად დაგიკავშირდებით.

ტელეფონი
+995 593 18 37 18
დარეკვა WhatsApp